მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ სტუდენტებს სიტყვით მიმართა, დალოცა ისინი და განათლების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტი ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში მაღლკვალიფიციურ კადრებს ამზადებს, რაც ქვეყნის აღმშენებლობის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვია. ,,მადლობა მინდა გადავუხადო მის უწმინდესობას იმისთვის, რომ საპატრიარქოსთან არსებული ეს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელი ყველა დადგენილ სტანდარტს პასუხობს.
წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში მოქმედებს ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ბიზნესისა და სოციალური ფაკულტეტები.
ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ირიცხებიან. წელს უნივერსიტეტში სწავლას ასოცდაექვსი პირველკურსელი შეუდგა.