10 ოქტომბერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო დღედ აღინიშნება და მასში მონაწილეობას ევროკავშირის ყველა ქვეყნის ჩათვლით ევროპის 40-ზე მეტი ქვეყანა იღებს.
კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო აქციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო და აქციის ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის უმაღლესი სასწავლებლის 350 სტუდენტთან ერთად 350 ნერგის დარგვაში მონაწილეობა მიიღო.
მსოფლიოში აქციის კოორდინატორია 350.org-ის საერთაშორისო კლიმატის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა, რომელიც ამერიკელმა ეკოლოგმა ბილ მაკკიბენმა დააფუძნა.
საქართველოში აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: “ჰელფინგ ჰენდსი”, სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი (INCD), „როტარაქტ და ინტერაქტ კლუბი“, “ახალი თაობა”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით.