სომხეთში მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არმენ აშოტიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
შეთანხმების თანახმად მხარეები მხარს დაუჭერენ გაცვლით პროგრამებს, ერთობლივი სემინარების ორგანიზებას, სამეცნიერო კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობას, ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის განმტკიცებას, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ორმხრივ ვიზიტებს, სკოლებს შორის შეჯიბრებისა და ერთობლივი სასკოლო ბანაკების ორგანიზებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი გახდება ორ ქვეყანას შორის განხორციელდეს გაცვლითი პროგრამები და შესაძლებელი გახდება ერთობლივი სასწავლო ოლიმპიადების ჩატარება რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლას.