ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საპილოტე სკოლების პირველი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგები გრძელდება. ტრენინგი მთელი საქართველოს მაშტაბით ტარდება და ჯამში იმ სკოლების ასათი მასწავლებელის გადამზადებას გულისხმობს, რომლებიც პირველკლასელებს ნეტბუკების საშუალებით ასწავლიან.
მასწავლებელთა გადამზადებას დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო, როგორც მან აღნიშნა ,,აუცილებელია მასწავლებელი პასუხობდეს თანამედროვე პედაგოგიკის მოთხოვნებს და ფლობდეს შესაბამის უნარ-ჩვევებსა და ცოდნას. აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელბის გადამზადების პროცესი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და სხვა დისციპლინებში’’.
ტრენინგის განმავლობაში მასწავლებლები გაეცნობიან ნეტბუკის გამოყენებით სამოდელო გაკვეთილის, დამხმარე მასალებისა და ტესტების მომზადების მეთოდებს.
ტრენინგი ორდღიანია, მეორე დღეს ჩატარდება როლური თამაშები, რომლის დროსაც მასწავლებლები ტრენინგის განმავლობაში მომზადებულ სამოდელო გაკვეთილს საკუთარ ჯგუფის წევრებს წარუდგენენ.
ტრენინგის ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო სამოდელო გაკვეთილის ავტორი. მასწავლებლების მიერ მომზადებული საუკეთესო გაკვეთილები კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდება (www.tpdc.ge).
აღნიშნული ტრენინგი საპილოტე სკოლების პირველი კლასის მასწავლებელთა გადამზადების მესამე ეტაპია.
პირველ ეტაპზე მასწავლებლები დაეუფლნენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, მეორე ეტაპზე გაეცნენ ნეტბუკის ტექნიკურ მახასიათებლებსა და ადმინისტრირების პროცედურებს.