მემორანდუმის მიხედვით, მეთერთმეტეკლასელ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თვეში ორჯერ დაესწრონ საქალაქო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ სემინარებს, გაეცნონ საერთაშორისო კონვენციით დადგენილ არასრულწლოვანთა უფლებებს, სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, სასამართლო ხელისუფლების ადგილს ხელისუფლების შტოებს შორის, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, დანაშაულის პრევენციის გზებს და ა.შ.
პროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს მოზარდებში სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება. ,,აუცილებელია მოსწავლეებს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ და ავამაღლოთ მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა’’-განაცხადა მემორანუმის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ.
მემორანდუმის ხელმოწერას თბილისის საჯარო სკოლების ორმოცი მეთერთმეტეკლასელი მოსწავლე დაესწო. ხელმოწერის შემდეგ მათ საქალაქო სასამართლოს მოღვაწეობის შესახებ პირველი სემინარი ჩაუტარდათ.