საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ლატვიის უნივერსიტეტების წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა. უცხოელი კოლეგების ორდღიანი ვიზიტის მიზანი, მენტორობისა და მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.
ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, მათ შორის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა მიმართულების კოორდინატორებთან.
დელეგაციამ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღო საგნობრივი სტანდარტების, ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების, მაღალმთიან რეგიონების სკოლების კვალიფიციური მასწავლებლებით უზრუნველყოფის, უცხო ენისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლებასთან დაკავშირებით. დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ მენტორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს.
სამომავლოდ იგეგმება მენტორებთან შეხვედრა სკოლებში, ინკლუზიური განათლების ექსპერტებთან და ქუთაისისა და თელავის უნივერსიტეტების პედაგოგიური ფაკულტეტების წარმომადგენლებთან ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორციელების მიზნით.