კოკა სეფერთელაძის თქმით, მანდატურების ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია, თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში.
მანდატურის სამსახური მომავალშიც გაარძელებს საქველმოქმედო აქციებს. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე. სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციაში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის საჯარო სკოლებში შევიდნენ. წლის ბოლომდე მანდატურის ინსტიტუტი გორისა და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.