გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მოზარდი თაობის ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობაა. მოსახლეობის გარემოსდაცვით განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ეკოლოგიური უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.
ოჯახის,საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში, რომელშიც გარემოს დაცვაც მოიაზრება მოსწავლეებს ახალი საგანი სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება დაეხმარება. აღნიშნული დისციპლინა წელს პირველად შევიდა სკოლებში. სასწავლო პროგრამის შემუშავებაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან.
ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილების ცხრილი გადასცეს გარემოსდაცვითი სლოგანით, რომელიც სპეციალურად „ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლის“ ფარგლებში დაიბეჭდა.