პროექტის მიზანია მოზარდების ინფორმირება და ინფორმირების გზით დაავადებების პრევენცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოზარდებს შორის შეინიშნება ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული ინფორმაციის მკვეთრი დეფიციტი. ,,საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის’’ მიერ სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნებია:
პროექტის ფარგლებში სკოლებში მოსწავლეებისთვის ტრენინგები და სემინარები გაიმართა, დარიგდა საგანმანათლებლო მასალა. პროექტის დასკვნით ეტაპზე პროექტის მენეჯერმა გიორგი გორგასლიძემ პროექტის პრეზენტაცია და ჩატარებული სამუშაოების შემაჯამებელი შედეგები წარმოადგინა. ტრენინგში მონაწილე მოსწავლეებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.
პრეზენტაციას და მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი სერგო ქიტიაშვილი, ”საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის” პრეზიდენტი ტრისტან ნიშნიანიძე და სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დირექტორი, ლალი ყიფშიძე დაესწრნენ.
პროექტი დაფინანსებულია სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მიერ.