უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მანდატურის სამსახურის შემოღების შემდეგ სკოლებში ძალადობის ფაქტები შემცირდა. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი სტატისტიკური მონაცემები:
აღნიშნული შედეგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და თბილისის საჯარო სკოლების სამასი მანდატურის შეხვედრის მთავარი თემა იყო. დიმიტრი შაშკინმა მანდატურებს ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: ,,სტატისტიკა თვალნათლივ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მანდატურის სამსახურმა გაამართლა. სკოლებში შეიქმნა ისეთი უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვი დაცულია და დამყარებულია დისციპლინა, რომელიც უთუოდ უნდა ახლდეს სასწავლო პროცესს’’.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სკოლის მანდატურის სამსახური ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის საჯარო სკოლებში ამოქმედდა.
წლის ბოლომდე მანდატურები გორისა და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში შევლენ.