სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან ერთად, საგამოცდო მასალათა ბაზის შექმნაზე მუშაობს, მასში შემავალი საკითხები, სირთულის მიხედვით, რამდენიმე (7-10) კატეგორიად იყოფა. დასაწყისში აპლიკანტს საშუალო სირთულის საკითხები ეძლევა, გაცემული პასუხებით პროგრამა ცოდნის დონეს აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კატეგორიიდან მიეცეს აპლიკანტს შემდეგი საკითხები.
საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცდა თითოეულ საგანში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება. საგამოცდო პროცესის დამთავრებისთანავე ცნობილი გახდება გადალახა თუ არა აპლიკანტმა კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რომელიც შესაძლებლობების სკალის კონკრეტული ნიშნულით გამოისახება და არა ნიშნით. კომპიუტერული პროგრამის შეფასება არ აისახება მოსწავლეს წლიური ნიშანზე, იგი დარჩება უცვლელი.
,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელის უპირატესობებია:
საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციული შეხვედრები მეთორმეტეკლასელებთან მომავალშიც გაიმართება, მოსწავლეები ნებისმიერ კითხვაზე მიიღებენ ამომწურავ პასუხებს, რაც მათ გამოცდებისთვის მზადების პროცესში დაეხმარებათ.