,,მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ,,ალუმნაიმ’’ დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში, კეთილმოეწყო მრავალი სკოლა, მოწესრიგდა ინფრასტუქტურა. “მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პირს, რომელმაც საკუთარ სკოლას მადლიერების გამოხატულების ნიშნით, რაიმე სახის დახმარება აღმოუჩინა’’- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
”ალუმნაის” პროექტის მთავარი ამოცანა სკოლის საქმიანობაში საზოგადების ჩართვაა. ,,ალუმნაი’’ ”წარმატებულ კურსდამთავრებულთა კლუბს” ნიშნავს. ასეთი პროექტი დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობს და სკოლის საქმიანობაში წარმატებული ადამიანების მონაწილეობას გულისხმობს.