ავიაკომპანიამ „აირზენა“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად კონკურსის „გახდი ავიატორი“ ფარგლებში აქცია მოაწყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანიმა ბათუმში გადააფრინა 40-მდე ბავშვი სოციალურად დაუცველი და ლტოლვილთა ოჯახებიდან. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფრთელაძე დაესწრო.
ერთი დღის განმავლობაში მოზარდებმა პროფესიონალი გიდის დახმარებით დაათვალიერებენ ქალაქ ბათუმს და იმავე საღამოს გადმოფრინდებიან თბილისში. აღნიშნული ღონისძიების მიზანია მოზარდებში ავიაციის თემის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის აღმოჩენა.
„გახდი ავიატორის“ ფარგლებში ავიაკომპანიის პილოტები და ბორტგამცილებლები უკვე შეხვდნენ სხვადსხვა სკოლის მოსწავლეებს და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს.
გასულ წლებში მსგავსი კონკურსის შედეგად რამდენიმე მოსწავლემ თავისი მომავალი სწორედ ავიაციას დაუკავშირა.