თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ხელბურთის სახეობაში შეეჯიბრნენ. ფინალურ შეჯიბრში ერთმანეთს მერვე კლასის მოსწავლეები შეხვდნენ.
ხელბურთში შეჯიბრი სპორტის გაკვეთილების ფარგლებში ტარდება. სკოლაში ასევე, ფუნქციონირებს ფეხბურთისა და კალათბურთის ლიგები, სადაც ბავშვები აქტიურად ეუფლებიან სპორტის ამ სახეობებს.
ხელბურთში ფინალურ შეჯიბს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. მან ფინალის მონაწილე, წარმატებული სპორტსმენი სოსო კიკნაძე პორტატული კომპიუტერით დააჯიდოვა. სოსო კიკნაძე ორი ვერცხლის მედლის მფლობელი და სულაქველიძის სახელობის სპორტული აკადემიის საუკეთესო ფეხბურთელია.
მოზარდებში სპორტით დაინტერესება იზრდება, პრეზიდენტის ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილები ჩაენაცვლა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილება, რომელიც გამოიხატება ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში და იგი საქართველოს ყველა საჯრო სკოლაში ხორციელდება. შეიქმნა შესაბამისი სასწავლო პროგრამა, გადამზადდა პედაგოგები და მოეწყო ინფრასტრუქტურა.
ეწყობა სასკოლო ჩემპიონატები სპორტის სამ სახეობაში: ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი, სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ. ტურნირები რამდენიმე ეტაპად ტარდება, მასში ვაჟებთან ერთად გოგონათა გუნდებიც ასპარეზობენ.