ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული საუკეთესო გაკვეთილისთვის 3 პედაგოგი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადეს საუკეთესო გაკვეთილის კონკურსი საპილოტე პროგრამის ”ნეტბუქები პირველკლასელებისთვის” მონაწილე დამრიგებლებისთვის.
კონკურსი მიზნად ისახავდა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობასა და ისტ-ის სასწავლო პროცესში გამოყენების მეთოდების გაზიარებას მასწავლებელთა შორის.
კონკურსის მონაწილე პედაგოგებმა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში პირველკლასელებისთვის შექმნეს სასწავლო რესურსები, რაც საგაკვეთილო პროცესში პირველკლასელების მიერ ნეტბუქების გამოყენებას ითვალისწინებს.
საკონკურსო კომისიამ გამოავლინა შემდეგი გამარჯვებული პედაგოგები:
ერთ-ერთმა პედაგოგმა თამარ ვარდოსანიძემ სამინისტროში სადამრიგებლო კლასის თანდასწრებით გამარჯვებული გაკვეთილი წარმოადგინა.