ხელოვნების სახლში ,,მარკ არტი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ორი მოხალისე პედაგოგის - მეთიუ ჯორდანისა და ჰანა ჩილდერსის ფოტონამუშევრების გამოფენას გაეცნო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უცხოელი მოხალისე მასწავლებლების მიერ საქართველოში გადაღებული 25-მდე ფოტონამუშევარი და როგორც მათ განაცხადეს თავისუფალ დროს ისინი დიდი ინტერესით ეცნობიან ისტორიულ ადგილებს, ქართულ ტრადიციებს და ცდილობენ ფოტოზე აღბეჭდონ საუკეთესო კადრები.
გამოფენა საქართველოს საპატრიარქოსა და სამოდელო სააგენტო „გრაციას“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, სადაც ასევე წამორდგენილი იყო 4 ქართველი დიზაინერის მიერ შესრულებული ქართული ეროვნული სამოსელი და ქართული თექა. ჩვენების პარალელურად ანსამბლი ,,გორდელა“ ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებდა.