რამდენიმედღიანი შეჯიბრი უფროსკლასელებს შორის ჩატარდა, ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს X, XI და XII კლასელთა ნაკრები გუნდები შეხვდნენ. გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონის თასი და სიგელები გადაეცა, ხოლო გუნდის საუკეთესო ბომბარდირს ირინე ქურდაძემ პერსონალური კომპიუტერი გადასცა. სიგელები გადასცეს ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა მეორე ადგილზე გასული გუნდის ფეხბურთელებს.
64-ე საჯარო სკოლა მრავალეთნიკურია და აქ 500-მდე მოსწავლე სწავლობს, სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა სიახლე სკოლაში წარმატებით ხორციელდება, მათ შორის სპორტის გაკვეთილების დანერგვა. მოსწავლეები ჩართულნი არიან სასკოლო ჩემპიონატებში, სკოლის კალათბურთის ნაკრებმა საბურთალოს სკოლებს შორის ჩატარებულ ჩემპიონატში 161-ე საჯარო სკოლის ნაკრები დაამარცხა და საპატიო მესამე ადგილი მოიპოვა.
მოზარდებში სპორტით დაინტერესება იზრდება, პრეზიდენტის ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილები ჩაენაცვლა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილება, რომელიც გამოიხატება ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში და იგი საქართველოს ყველა საჯრო სკოლაში ხორციელდება. შეიქმნა შესაბამისი სასწავლო პროგრამა, გადამზადდა პედაგოგები და თითქმის ყველა სკოლაში მოეწყო თანამედროედ აღჭურვილი ღია ან დახურული სპორტული მოედნები.
ეწყობა სასკოლო ჩემპიონატები სპორტის სამ სახეობაში: ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი, სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ. ტურნირები რამდენიმე ეტაპად ტარდება, მასში ვაჟებთან ერთად გოგონათა გუნდებიც ასპარეზობენ.