საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა საატესტატო გამოცდებისათვის სკოლების ინტერნეტიზაციის პროცესთან დაკავშირებით, სამუშაო სემინარი გახსნა და მის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
ორდღიან სემინარში გამოცდების ეროვნული ცენტრის, ”მაგთიკომის“, კომპანიების ,,გრენასა“ და ,,ჯესკოს“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სკოლების ინტერნეტიზაციის პროცესის მიმდინარეობის, საატესტატო გამოცდების ტექნიკური უზრუნველყოფისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
2011 წელს დაგეგმილ საატესტატო გამოცდებს მოსწავლეები უშუალოდ საკუთარ სკოლებში, CAT-ის სისტემით კომპიუტერებთან ჩააბარებენ. CAT-ის სისტემა მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებულ ტესტირებას გულისხმობს.
გამოცდის ეს მოდელი სკოლების სრულ ინტერნეტიზაციას მოითხოვს. ინტერნეტიზაციის პროცესს სკოლებში კომპანია ,,მაგთიკომი“ ახორციელებს.