საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, თბილისის პირველი საჯარო სკოლაში დამეგობრებული საჯარო სკოლების მოსწავლეების, სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდების თანამშრომლობის შედეგად ერთობლივი ნამუშევრების საშობაო გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში მცხოვრები რეპატრირებული და რუსთავსა და დედოფლისწყაროში მცხოვრები ბოშა მოზარდების ხელნაკეთობები.
თბილისის პირველი საჯარო სკოლაში გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ დაათვალიერა. მისი განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამოქალაქო აქტივობის გაზრდის მიზნით, სკოლებში არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, რადგან ინკლუზიური განათლების მაქსიმალური ხელშოწყობა, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების დამეგობრების ხელშემწყობი პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2005 წლიდან ხორციელდებოდა. 2007 წლიდან კი, ბრიტანული ორგანიზაციის Children’s High Level Group თანამშრომლობით ,,სამოქალაქო აქრტიურობის ხელშეწყობის პროგრამა“ დაიწყო. პროგრამის მიზანია:
ანალოგიური პროგრამა კიდევ ოთხ ქვეყანაში (რუმინეთი, მაკედონია, მოლდავეთი, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი), ხორციელდება. თუმცა, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველოში, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილმა რეგულარულმა კლუბურმა და დამატებით სათემო ინიციატივების განხორციელებამ, სამოქალაქო განათლებისა და ინკლუზიური სწავლების მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური გახადა.
სტატისტიკური მონაცემებით, პროგრამის მოხალისეთა ჩართულობა დღითი დღე იზრდება. პროგრამაში ჩართული არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.