სკოლების მანდატურებმა “მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში” სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. საქცელმოქმედო აქციის ფარგლებში, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს 100 მანდატური დაეხმარა. მათ მიერ ჩაბარებული სისხლი ამავე საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებას მოხმარდება. ჩაბარებული სისხლით სარგებლობა მ. იაშვილის სახელობის კლინიკის პაციენტების გარდა ონკოლოგიურად დაავადებულ ნებისმიერ ბავშვს შეეძლება.
მანდატურების თქმით, მსგავს აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი მზად არიან ნებისმირ დროს მხარში დაუდგნენ მოზარდებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, ფოთის და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ. მანდატურთა ვალია იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლბლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხობაზე.