საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 13 წლის გიორგი მალაზონიას ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა. მოზარდი დედობილთან ქალბატონ მარიამ ზაალიშვილთან ერთად, უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს.
ცერემბლიარული დამბლით დაავადებული გიორგი, რომელსაც გადაადგილება უჭირს თბილისის 30-ე საჯარო სკოლის მერვე კლასში სწავლობს. მიუხედავად მძიმე ფიზიკური და სოციალური მდგომარეობისა გიორგი მალაზონია გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეა, გატაცებულია ჭადრაკით და არის მრავალი პრიზის მფლობელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის გიორგი მალაზონიას შესახებ ცნობილი ტელეკომპანია იმედის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გახდა. სამინისტრო მომავალში დაინტერესდება გიორგის სწავლასთან დაკავშირებული პრობლემებით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.