ბავშვებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან კოკა სეფერთელაძესთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერეს, გაეცნენ იმ მეთოდებსა და საშუალებებს, რასაც ქარხნის კვალიფიციური თანამშრომლები ტკბილეულის დასამზადებლად იყენებენ. როგორც პატარა სტუმრებმა განაცხადეს, ეს დღე მათთვის განსაკუთრებული იყო და არასოდეს დაავიწყდებათ. დასასრულს, ყველა ბავშვს ”ბარამბოს” ტკბილეული საჩუქრად გადაეცა.
წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება და ზრუნვა იმ მოზარდებზე, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ყურადღება სამინისტროსთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება და მომავალშიც არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება განხორციელდება.