საქველმოქმედო ორგანიზაცია ”მკურნალში” მცხოვრებ ახალგაზრდებს შობის დღესასწაული მიულოცეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მათ საშობაო ტკბილეული მიუტანა. პატარებს კი, დავით კერესელიძემ სათამაშოები გადასცა.
”მკურნალში” ბავშვთა სახლებიდან წამოსული ზრდასრული მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებსაც თავშესაფარი არ აქვთ. რამდენიმე მათგანს შვილიც ჰყავს, ორგანიზაციაში სულ 4 ბავშვია.
”მკურნალში” მცხოვრები პირები ადგილზე არიან დასაქმებულები, მუშაობენ კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებასა და მინანქარზე, ისინი ხელობასაც ადგილზე სწავლობენ და შემდგომში სხვებსაც ასწავლიან. საქველმოქმედო ორგანიზაციაში სულ 16 მუდმივად მაცხოვრებელი პირია.