საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ნინო ანანიაშვილის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით, ”თბილისი არტ ჰოლში” 200 ბავშვისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან საშობაო წარმოდგენა გაიმართა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და ნინო ანანიაშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი გია გოგიტიძე დაესწრნენ.
ბავშვებს ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობებმა, საბავშვო სტუდია ”ფანტასმაგორიის” წევრებმა და თოჯინების თეატრის მსახიობებმა უმასპინძლეს და ”საშობაო ზღაპარი” წარმოუდგინეს.
სპექტაკლის ბოლოს ბავშვები მსახიობებს შეხვდნენ და მათ მადლობა გადაუხადეს ლამაზი წარმოდგენისთვის.
ანალოგიური საქველმოქმედო აქციები არ იქნება ერთჯერადი, სამინისტრო მომავალშიც წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს და ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.