საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რვა წლის გიორგი კურტანიძეს ნატვრა აუსრულა და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა.
პატარა გიორგი ბორჯომის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეა და პირველი კლასიდან ჩართულია ინკლუზიური განათლების პროცესში, იგი განათლებას ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით იღებს. მას აქვს პრობლემები მოტორიკის განვითარების თვალსაზრისით და წერა-კითხვის ათვისებისათვის კომპიუტერი ესაჭიროება, რაზეც იგი დიდი ხანი ოცნებობდა.
კურტანიძეების ოჯახი სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება, რის გამოც ოჯახმა ვერ შესძლო ბავშვის კომპიუტერით უზრუნველყოფა. იმისათვის, რომ გიორგის სასწავლო პროცესში ჩართვა გაუადვილდეს მინისტრმა მისთვის პორტატული კომპიუტერის ჩუქების გადაწყვეტილება მიიღო.