საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის პროექტში ”ყველაზე ჭკვიანი” გამარჯვებული მოსწავლე ნინო ეფრემიძე პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.
პროექტის მე-8 სეზონში გამარჯვებული 13 წლის ნინო ეფრემიძე №201 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეა. იგი დევნილი, ამასთან სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. ამის მიუხედავად, ნინო ეფრემიძე პირველი კლასიდან ათოსანია და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებისთვის, არაერთი სიგელით არის დაჯილდოვებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტროს მხრიდან უკლებლივ ყველა ნიჭიერი მოსწავლე წახალისდება. ასეთ მოსწავლეებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევათ, რადგან მათი ჩართულობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობა, სამინისტროს მთავარ მიზანს წარმოადგენს.