2011 წლის 20-23 იანვარს საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების ინიციატივით ერევანში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიადა ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. ორივე მხრიდან თითოეულ დისციპლინაში მონაწილეობდა 10-10 მოსწავლე. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი და ჟიური დაკომპლექტებული იყო როგორც სომეხი, ისე ქართველი წევრებით. ასევე, ერთობლივად იქნა შერჩეული საკონკურსო ამოცანები. ინფორმატიკაში კონკურსი ჩატარდა გუნდური პრინციპით. თითეული გუნდი შედგებოდა ორი მოსწავლისგან. ხოლო დანარჩენ საგნებში — ინდივიდუალურად. ოლიმპიადას მასპინძლობდა ერევნის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-პანსიონი. 21 იანვარს ოლიმპიადა სამივე საგანში ერთდროულად გაიმართა.
22 იანვარს აპელაციების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
ინფორმატიკა22 იანვარს ტექნო-პარკ ”სინოპსისში” ექვს-ექვსი საუკეთესო მონაწილე (საქართველოს მხრიდან: ცოტნე ტაბიძე, გიორგი გიგლემიანი, თორნიკე აბულაძე, ჯემალ შენგელია, თორნიკე ღუტიშვილი და ლადო მელიქიძე) პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვეს საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა, რის შემდეგაც ერევნის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-პანსიონში გაიმართა საზეიმო დაჯილდოება, სადაც გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და სხვადასხვა ფასინი საჩუქრები.