საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №64 საჯარო სკოლაში ქართული ცეკვის პირველი გაკვეთილის მიმდინარეობას გაეცნო. ცეკვის გაკვეთილების პილოტირება 2011 წლის იანვარში თბილისის ყველა საჯარო სკოლაში დაიწყო, 2011-2012 სასწავლო წლიდან კი, სავალდებულო დისციპლინის სახით შევა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-4 კლასში.
ქართული ცეკვის საგნობრივი პროგრამა სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. პროგრამის საგნობრივი პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდნენ დარგის ექსპერტები:
ექსპერტთა მუშაობას კოორდინაციას უწევდა სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მუსიკის ექსპერტი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან თაყაიშვილი.
დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების აზრით, ახალი საგანი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა ჰარმონიულ განვითარებას.