საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის №455 ბრძანების საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის ”სპექტრის” ფინანსური საქმიანობა შეამოწმა.
სასწავლებლის შემოწმებისას გამოვლინდა სერიოზული დარღვევები, რის საფუძველზეც მინისტრის გადაწყვეტილებით, 2010 წლის 30 სექტემბერს პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მოკვლეული მასალები და დასკვნა გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს მსგავსი ფაქტების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად.