თბილისის №203 ყრუ და სმენდაქვეითებულ ბავშვთა სკოლაში ქართული ჟესტური ენის ტრენინგის შემაჯამებელი სემინარი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე. სემინარი პროექტ ”თანაბარი პირობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის” ფარგლებში ჩატარდა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა.
სემინარი წარმოადგენს შემაჯამებელ ღონისძიებას, სადაც კიდევ ერთხელ განხილულ იქნა ჟესტური ენის ცოდნის მნიშვნელობა ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლის პედაგოგთათვის. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის №203 და ქუთაისის №45 ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლის პედაგოგებმა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს 3 თვიანი ინტენსიური დაწყებითი კურსი ქართულ ჟესტურ ენაში. სემინარის ბოლოს სასწავლო კურსის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ყრუთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” წარმომადგენლები.
ცერემონიას უძღვებოდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის პროექტის ”თანაბარი პირობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის” განმახორციელებელი ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” (SAVE THE CHILDREN).