ქუთაისის სკოლის მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების ბავშვები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.
ბავშვებმა სტუმრებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს. საკუთარი შესაძლებლობები კი მოზარდებმა სიმღერითა და ლექსებით წარმოაჩინეს.
სამტრედიის №15 სკოლა–პანსიონში ქუთაისის სკოლის მანდატურების სტუმრობა კვლავ გაგძრძელდება, მათი მიზანია იზრუნონ სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების უსაფრთხოებაზე. ქუთაისის სკოლის მანდატურები სამტრედიის სკოლა-პანსიონის მოზარდებს კიდევ ბევრ ლამაზ სიურპრიზს ჰპირდებიან.
სამტრედის №15 სკოლა-პანსიონში 11დან 16 წლამდე ასაკის 20ვაჟი ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის. პანსიონში ფუნქციონირებს სკოლა მე-4-დან მე-9 კლასის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში იხსნება დაწყებითი 1-3 კლასები.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, ფოთისა და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ.
მანდატურების განცხადებით, მათი მიზანია იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე.