საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ ერთადერთი ოლიმპიადა, რომელსაც სამინისტრო ატარებს არის ეროვნული ოლიმპიადა. ეროვნულ ოლიმპიადას ორგანიზებას უწევს გამოცდების ეროვნული ცენტრი მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით. დანარჩენი ყველა ოლიმპიადა არის კერძო ინიციატივა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ არის ჩართული მის განხორიცელებაში. ეროვნულ ოლიმპიადაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდს www.naec.ge