15.02.2011
2011 წლიდან საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში უცხოელ მოხალისე პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად საქართველოში კვალიფიციურ მასწავლებელთა მესამე ჯგუფი ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ნორვეგიიდან ჩამოვიდა.
ახლადჩამოსული ინგლისურენოვანი პედაგოგები ტრადიციულად ტრენინგს გაივლიან და კახეთის რეგიონსა და ქალაქ რუსთავის სკოლებში გადანაწილდებიან. მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროექტის ფარგლებში, ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლა გაგრძელდება და დასრულდება კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი.