დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაკმილანის გამომცემლობასთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, 2011 წლის სექტემბრიდან საქართველოში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მაკმილანის, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობის, მიერ შექმნილი ინგლისური ენის სახელმძღვანელოებით შეისწავლონ ინგლისური ენა.
მაკმილანთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, გამომცემლობა იღებს ვალდებულებას უფასოდ გადაამზადოს ყველა ქართველი ინგლისური ენის პედაგოგი, და პედაგოგებს უფასოდ დაურიგოს სახელმძღვანელოები და დამხამრე აუდიო, ვიდეო და ვიზუალური მასალები.
საქართველოს მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოს ღირებულება იქნება სტანდარტული ღირებულებისაგან განსხვავებული, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმძღვანელო 26 ლარის ნაცვლად 10 ლარად შეიძინონ.
მაკმილანის გამომცემლობა 1843 წელს ორმა შოტლანდიელმა ძმამ დააარსა და მას შემდეგ ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საგამომცემლო ბრენდად იქცა სახელმძღვანელოების ბეჭდვის საქმეში. 1869 წელს მაკმილანმა თავისი პირველი წარმომადგენლობა გახსნა ნიუ-იორკში, მე-19 საუკუნის ბოლოსათვის კი ავსტრალიასა და ინდოეთში. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მაკმილანი წარმატებით ბეჭდავდა სახელმძღვანელოებს და ჰაროლდ მაკმილანის, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად აფართოებდა მაკმილანის საგანმანათლებლო ბეჭდვით საქმეს.
დღესდღეობით მაკმილანი მსოფლიოში მესამე ადგილზეა ინგლისური ენის სახელმძღვანელოების გამოცემით და ლიდერია ციფრულ საგანმანათლებლო ბეჭდვით სფეროში.