გუშინ, ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ „სკოლის მანდატურს“ იარაღის ტარების უფლება აქვს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სპეციალური საშუალებებიდან სკოლის მანდატურს მხოლოდ რაციისა და მეტალოდეტექტორის ტარების უფლება აქვს.
ინფორმაცია, თითქოს სკოლის მანდატურს აქვს იარაღის ან სხვა სპეციალური საშუალების გამოყენებისა და ტარების უფლება, სიმართლეს არ შეესაბამება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა თუ საზოგადოებრივ გაერთიანებას, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში.