ბათუმის სკოლის მანდატურები ბათუმის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ, მანდატურებმა მოზარდებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა სტუმრებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს და საკუთარ წარმატებებზე და მიზნებზე ესაუბრნენ.
სკოლის მანდატურების განცხადებით, მათთვის ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებენ. მანდატურების მიზანია იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებულ სხვა პირთა უსაფრთხოებაზე.
ბათუმის ბავშვთა სახლში 6-დან 16 წლამდე 50 აღსაზრდელი ცხოვრობს.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, ფოთის და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ.