პროექტის ფარგლებში, 2010 წლის ბოლომდე ყველა სკოლას თავისი ვებ-გვერდიც ექნება და მის შექმნაში მონაწილეობას თავად მოსწავლეები მიიღებენ. სკოლების ინტერნეტიზაციას ხელს შეუწყობს ასევე კორპორაცია Microsoft-ის მიერ განათლების სისტემისთვის გადაცემული ლიცენზირებული პროგრამა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ სკოლების მსოფლიო ინტერნეტ ქსელში ჩართვა როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს.
საგანმანათლებლო სისტემაში ინოვაციურად მოაზროვნე თაობის აღზდის მიზნით, კორპორაცია Microsoft - მა ახალი მიმრთულება შეიმუშავა. ექსპერტების, დირექტორების, პედაგოგების, მოსწავლეებისა და განათლების სისტემაში ჩართული სხვა წარმომადგენლების თანამონაწილეობით, პროგრამა Partners in Learning -ის ფარგლებში ოთხი შეხვედა გაიმართა, სადაც იმ ხედვაზე იმსჯელეს, რაც სასკოლო ცხოვრებაში თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასკოლო გარემოს შექმნას შეუწობს ხელს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მონაწილეობით, შემაჯამებელ შეხვედრაზე, საბოლოოდ გამოიკვეთა თუ რა მიდგომებია საჭირო ინოვაციურად მოაზროვნე თაობის აღზრდისათვის, რადგან მათი განვითარებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
დღეის მდგომარეობით, კომპიუტერებით საქართველოს ყველა, 2171 საჯარო სკოლაა უზრუნველყოფილი (სულ 26 800 კომპიუტერით), მაგრამ კომპიუტერის სწავლებას სათანადო ყურადღება არ ექცევა. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, პრეზიდენტის ინიციატივა უმოკლეს ვადაში, ეტაპობრივად განხორციელდება.