საგანმანათლებლო
პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. 2011 წლიდან საქართველოში კვალიფიციურ
მასწავლებელთა მეოთხე ჯგუფი ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან,
ახალი ზელანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, რუმინეთიდან და ირლანდიიდან
ჩამოვიდა.
ახლადჩამოსული ინგლისურენოვანი პედაგოგები ტრადიციულად ტრენინგს გაივლიან და თბილისისა და შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. მოსამზადებელი
პერიოდის შემდეგ, მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად,
სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროექტის ფარგლებში,
ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლისა და საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი
მომავალშიც გაგრძელდება.