საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ინტერნეტით რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ.
2011 წელს აბიტურიენტებს შუძლიათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია ინტერნეტით გაიარონ. ინტერნეტით რეგისტრაციის გავლაში მოსწავლეებს სკოლები ეხმარებიან.
პირველმა ექსპერიმენტულმა სკოლამ ამ მიზნით მოსწავლეებს სკოლის კომპიუტერული კლასი დაუთმო. Online რეგისტრაციისათვის აბიტურიენტი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge ან online.naec.ge უნდა ეწვიოს.
ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აბიტურიენტს საკუთარი არჩევანი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არაერთხელ შეუძლია შეცვალოს. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მექანიკური შეცდომებისგან მაქსიმალურად დაცულია.
აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ სარეგისტრაციო ანკეტა შეავსონ. რეგისტრაციის პროცესი 2011 წლის 25 მარტს შეწყდება.