ჯიმშერ ტოროშელიძე ერთ-ერთი იყო იმ ჯარისკაცთაგან, რომელიც აგვისტოს ომში დაიღუპა და 3 არასრულწლოვანი შვილი დარჩა. მანდატურბმა კარალეთის დასახლებაში მცხოვრები სხვა მრავალშვილიანი ოჯახებიც მოინახულეს, რომელთა წევრებიც გმირულად იბრძოდნენ აგვისტოს დღეებში.
მანდატურები მსგავს აქციებში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებენ, ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ იმ ოჯახებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, გორისა და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.