„შეისვენე და მოიგე“ ასე ჰქვია ჯანსაღი და უსაფრთხო კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „გოგლი-მოგლის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსს, რომელიც თბილისის 53-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის დღეს დაიწყო. კონკურსის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
ღონისძიება სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლეების წახალისება. თამაში სამ ეტაპად გაიმართება. მესამე ეტაპში გამარჯვებულებს ”გოგლი-მოგლი”-საგან ძვირადღირებული პრიზები გადაეცემათ. მოსწავლეები ინფორმაციას თამაშის შესახებ ყველა ეტაპზე მიიღებენ, მათ შორის სოციალურ ქსელ facebook-ზე განთავსებული ”გოგლი-მოგლის” გვერდის მეშვეობით.
კონკურსის ფორმა და შინაარსი არაორდინალურია, შესაბამისად, იგი მოსწავლეებისათვის მიმზიდველი და სახალისო იქნება. გამარჯვებულ მოსწავლეებს პრიზები აპრილის ბოლოს დაჯილდოვების ცერემონიაზე გადაეცემათ.