ღონისძიების მიზანი საქართველოში ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგის განვითარების ხელშეწყობა იყო, უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელება დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით.
უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც სამი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთდროულად ახორციელებს სასწავლო პროგრამის პოპულარიზაციას და იწყებენ თანამშრომლობას ინდუსტრიული სფეროს წარმომადგენლებთან, რათა მათ მიერ მომზადებული კადრები შეესაბამებოდეს ბაზრის დღევანდელ მოთხოვნებს, სწორედ ამას მოემსახურება მემორანდუმი, რომელსაც შეხვედრაზე მოეწერა ხელი.