საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად, ისანი-სამგორის რაიონის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რაიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, პარლამენტარი გიორგი ხასნელიძე, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები.
დიმიტრი შაშკინმა ყველა დასმულ კითხვას ამომწურავი პასუხები გასცა და თავადაც ისაუბრა განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე, მიმდინარე პროექტებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრი შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, 117-ე საჯარო სკოლაში გამართულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვასაც გაეცნო. გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მესამე მასივის მუნიციპალიტეტებში შემავალი შვიდი საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ნამუშევრები, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის კახა გურულის ინიციატივით მოეწყო. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით გამოიცემა კრებული, სადაც ამ სკოლების მოსწავლეთა საქმიანობა და წარმატებები აისახება, წიგნები საჩუქრად სასკოლო ბიბლიოთეკებს გადაეცემათ.