საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას ასწავლიან.
როგორც ყველა ანალოგიური ღონისძიებისას, ამჯერადაც, მინისტრთან შეხვედრის მიზანს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეების განხილვა და პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ გამოცდილების, ღონისძიებების/აქტივობების, სამომავლო გეგმების მიმოხილვა წარმოადგენდა, ასევე, რეგიონის მოხალისე პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ კითხვებით მიემართად მინისტრისა და ღონისძიების სხვა მონაწილეებისთვის.
ინგლისურენოვანმა პედაგოგებმა დადებითად შეაფასეს სამუშაო შეხვედრა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უწოდეს მინისტრის ინიციატივას პერმანენტულად მოეწყოს ანალოგიური ინფორმაციული შეხვედრები.
მსგავსი სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისის, იმერეთის, გურიის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონის მოხალისე პედაგოგებთან.