საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში, ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. კვალიფიციურ პედაგოგთა ამ ნაკადში დიდი ნაწილი ავსტრალიიდან არის, მათ შორის არიან მოხალისე მასწავლებლები ამერიკიდან, ინგლისიდან, კანადიდან.
ტრენინგის გავლის შემდეგ ნაწილი პედაგოგებისა რაჭის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან, ეს იქნება პირველი პრეცენდენტი რაჭის რაიონის საჯარო სკოლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა შესვლის. ამ სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები პროექტს დადებითად აფასებენ და გარკვეული მოლოდინები იმისა, რომ პროგრამა ამ რაიონშიც წარმატებული იქნება მათაც გააჩნიათ.
ახლადჩამოსული უცხოელი პედაგოგების ნაწილი შიდა ქართლისა და თბილისის საჯარო სკოლებში ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.