კერძო სკოლებში მანდატურების შესვლა თავად სკოლის დირექტორებმა მოითხოვეს. „მწიგნობართუხუცესისა“ და ”ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის” პარალელურად, მანდატურები კიდევ შვიდ კერძო სკოლაში შევიდნენ: „მთიები“, „ნინო“, „ალბიონი“, „სადუნი“, „საერთაშორისო სახლი“, „ვაზიანი“, „ოაზისი“.
მანდატურები პოლიციის აკადემიაში უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ. როგორც საჯარო სკოლებში ასევე, კერძო სკოლებში შესული მანდატურები სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარებათ.
მანდატურთა ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.