საჯარო ლექცია მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო დავინჩი” ფარგლებში გაიმართა. სკოლის მოსწავლეების სწავლის დონის ამაღლების, მეცნიერებით დაინტერესებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ფიზიკა–მატემატიკის მეცნიერებათა დოქტორი კახა თავზარაშვილი მოსწავლეებს ყოფით ცხოვრებაში საინფორმაციო და ნანო ტექნოლოგიების როლზე ესაუბრა.
სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ინიცირებული კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში საჯარო ლექციები 2011 წლის 2 მარტიდან მიმდინარეობს. აქცია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და მასში სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების 40-ზე მეტი ქართველი მეცნიერი მონაწილეობს.
კონკურსის ”ლეონარდო დავინჩი” მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირება, ინოვაციისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივება და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
კოკა სეფერთელაძემ და სულხან სისაურმა მოზარდებს მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის პირობები კიდევ ერთხელ დეტალურად გააცნეს და მათ კონკურსში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.