15.04.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯის (IT) 40-მდე წარმატებულ კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცა, ყველა მათგანი უკვე დასაქმებულია. ღონისძიებას იმ კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სადაც კურსდამთავრებულები მუშაობენ. ეს კომპანიებია: ITDC, PROPAGANDA hq, Websolution, კავკასუსი, სილქნეტი, ახალი ქსელები, მუზიქ ბოქსი.
დაჯილდოებულ კურსდამთავრებულებს 2010-2011 წლებში მინიჭებული აქვთ პერსონალური კომპიუტერებისა და კომპიუტერული ქსელების ტექნიკოსის, ვებ ტექნოლოგიების ოპერატორის, აუდიო-ვიდეო გამოსახულების ოპერატორის, კომპიუტერული საგამომცემლო სისტემებისა და ვუზუალური გამოსახულების ოპერატორის კვალიფიკაციები.
დიმიტრი შაშკინმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროფესიული კოლეჯების მნიშვნელობას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ამ დაწესებულებებში მიღებული პროფესიული განათლების შეთავსება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. კოლეჯები თანამშრომლობენ პოტენციურ დამსაქმებლებთან პროფესიული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს მომზადებული კადრების წარმატებულ დასაქმებას.
ახალი ტიპის პროფესიული სწავლების კოლეჯები არის ის ინსტრუმენტი, რომელიც სამი პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება: დასაქმება, ეკონომიკური ზრდა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი.