ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ბავშვებმა თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს, საკუთარი შესაძლებლობები კი სიმღერითა და ლექსებით წარმოაჩინეს.
მანდატურების განცხადებით მათი მიზანია იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე.
სკოლის მანდატურები და კომპანია „ბერტა“ სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების ბავშვებს მომავალშიც კიდევ არაერთ სიურპრიზს ჰპირდებიან.
სამტრედის №15 სკოლა-პანსიონში 11-დან 16 წლამდე ასაკის 25 ვაჟი ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის. პანსიონში ფუნქციონირებს სკოლა 4-9 კლასის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში იხსნება დაწყებითი 1-3 კლასები.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, ფოთის და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ.მანდატურების განცხადებით მათი მიზანია იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლბლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხობაზე. დაგეგმილია მანდატურთა შესვლა პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებსა და კერძო სკოლებშიც.