საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) პროფესიულ განათლებაზე კონფერენცია გამართეს. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.
კონფერენციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ეროვნული სტრატეგია წარუდგინა. დოკუმენტში ასახულია, თუ რა ღონისძიებები გატარდა და რა იგეგმება პროფესიული სწავლების გაძლიერებისა და მისი მნიშვნელობის ზრდის თვალსაზრისით.
კონფერენციაზე ”დუტა პროდაქშენის” მიერ მომზადებული გადაცემის პრეზენტაციაც გაიმართა, პროექტი პროფესიულ განათლებას ეხება და ეთერში 40 წუთიანი ფილმების სახით უახლოეს მომავალში გავა. გადაცემა მსახიობმა დუტა სხირტლაძემ GIZ-ის მხარდაჭერით, სამინისტროსთან და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად დაამზადა.